27, ივნისი 2017 17:02:00
„შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“- თემაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისკუსია გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისა და სტუდენტებისთვის ევროპაში უვიზო რეჟიმსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის შესახებ პრეზენტაციაც გაიმართა. საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელმა იმ პოლიტიკურ პერსპექტივებზეც ისაუბრა, რომელსაც ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაცია მოუტანს. პროექტი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრისა და ფონდ ღია საზოგადოების მხარდაჭერით განხორციელდა.
.